უფასო მიწოდება 500 ლარის ზემოთ

კომპანია Apple-ი ახალ iPhone-ს 12 სექტემბერს წარადგენს

31-08-2017
ახალი iphone-ი

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, Apple ახალ iPhone-ს 12 სექტემბერს წარადგენს.
The New York Times-ის ვარაუდით, ახალი სმარტფონის ღირებულება დაახლოებით $999 იქნება.

ანალიტიკოსების მოლოდინით, Apple-ი პრეზენტაციაზე Apple Watch-საც წარადგენს, რომლითაც სარგებლობა iPhone-თან დაკავშირების გარეშე იქნება შესაძლებელი.

Apple-ის შემოსავლის მთავარ წყაროს iPhone-ის გაყიდვები წარმოადგენს. თუმცა აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში iPhone-ის გაყიდვები შემცირებულია. ანალიტიკოსების განმარტებით, აღნიშნულის მიზეზი ისაა, რომ iPhone 7 თავის წინამორბედს ძალიან ჰგავს. საყოველთაო მოლოდინით, Apple-ი მომხმარებელს განახლებულ სმარტფონს წარუდგენს, რომელიც მოთხოვნას მნიშვნელოვნად გაზრდის.

ბიზნეს დაჯილდოება 2017 დაიწყო!

03-08-2017
ონლაინ მაღაზია ბიმ - ბიზნეს დაჯილდოვება 2017

ონლაინ მაღაზია Bim.ge ღებულობს მონაწილეობას ბიზნეს დაჯილდოვება 2017-ში "წლის სტარტაპერი"-ის კატეგორიაში.

ჩვენი ონლაინ მაღაზია მომხმარებელს საშუალებას აძლევს სახლიდან/ოფისიდან გაუსვლელად მოიძიოს და შეიძინოს სასურველი ნივთი ონლაინ განვადებით, პლასტუკური ბარათით ან საბანკო გადმორიცხვით.

კომპანია ახორციელებს შეძენილი ნივთის მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით.