მენეჯმენტი და კონსალტინგი

ჩვენ გთავაზობთ

კომპანია „ბიმ კუბი“ გთავაზობთ მენეჯმენტისა და კონსალტინგის სრულ პაკეტს, რომელიც მოიცავს პროექტირების, მშენებლობისა და სამშენებლო მენეჯმენტის ეტაპებს.
პროექტის მენეჯმენტი მოიცავს მოსამზადებელი სამუშაოებისა და რისკების ანალიზს, შესყიდვებს, სამუშაოების შესრულებასა და მის კონრტოლს თითოეულ ეტაპზე, სახელშეკრულებო პროცესების მენეჯმენტს, პროექტის დასრულებასა და ექსპლუატაციაში მიღებას.
ეფექტური სამშენებლო მენეჯმენტი უზრუნველყოფს შესასრულებელი სამუშაოების თითოეული ეტაპის დაგეგმვას, გეგმა-გრაფიკისა და ინდივიდუალურად თითოეულ პროექტში შემავალი კომპონენტების გათვალისწინებას ისე რომ, თავიდან იქნას აცილებული დამატებითი ხარჯები და მკაცრად იყოს დაცული მშენებლობისთვის განკუთვნილი ვადები.

შესაძლებლობები

ჩვენი კომპანია ყოველმხრივ ითვალისწინებს პროექტის სირთულესა და მასშტაბებს, დიდ მნიშველობას ანიჭებს რისკ-ფაქტორების შეფასებასა და ანალიზს რათა შენარჩუნებულ იქნას პრევენციული ზედამხედველობა პროექტის მიმდინარეობისას. ექსპერტები მუშაობის დაწყებამდე განიხილავენ ბიუჯეტს, პროექტის გეგმა-გრაფიკს, დიზაინს, სპეციფიკაციებს, წინადადებებს, სახელშეკრულებლო კონტრაქტებსა და ა.შ.

ჩვენი მენეჯმენტი და კონსალტინგი მოიცავს ორ ფაზას:

  • ორსაფეხურიანი ღია ფაზა
  • თანამშრომლობა და კოლაბორაცია

ზემოთ აღნიშნული ეტაპები ქმნიან წინაპირობას, კლიენტმა პროექტისათვის მოიძიოს დამატებითი შესაძლებლობები, მიიღოს/შეაფასოს წინადადებები პროექტში შემავალი კომპონენტების ღირებულებებსა და სხვა სახის გაუმჯობესებული პირობების შესახებ. ტრადიციული მეთოდისგან განსხვავებით, ღია ფაზა იძლევა შესაძლებლობას შესასრულებელი სამუშაოებისთვის კომპანიები კლიენტმა შეარჩიოს პროექტირების დაწყებითი ეტაპების პარალელურად.
„ბიმ კუბი“ უზრუნველყოფს:
1. ზუსტი და გამჭირვალე სახარჯთაღრიცხვო სისტემა, რომელიც ზედმეტი ხარჯების თავიდან აცილების ერთ-ერთი წინაპირობაა;
2. პროექტის დიზაინისა და სამშენებლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესება;
3. პროექტის დაგეგმვა, რისკების მართვა და წარმოქმნილი პროებლემების უმოკლეს დროში გადაჭრა;
4. დროში გახანგრძლივებული გარანტიები და მდგრადი გადაწყვეტილებები;
5. დაინტერესებული მხარეების ჩართულობა და ახალი შესაძლებლობები, მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის, როგორც ადგილობრივი ასევე საერთაშორისო მასშტაბით;
6. გაზრდილი სამუშაო ადგილები, დასაქმების შესაძლებლობები;
საშუალებები რომლითაც კლიენტი იღებს შეთავაზებებს დანაზოგისა და გაუმჯობესებული ღირებულებების შესახებ მოიცავს:

ქვეკონტრაქტორებისა და მომწოდებლების შერჩევა, რომელიც წინ უძღვის სამშენებლო სამუშაოების დაწყების ეტაპს.

ზემოთ აღნიშნული პროცესების საშუალებით კლიენტი იღებს, ფართომასშტაბიან და ინტეგრირებულ გუნდს, რომელიც უზრუნველყოფს ბიუჯეტის მაქსიმალურად სწორად გამოყენებასა და დაგეგმვას. კლიენტი ეცნობა პროექტში ჩართული თითოეული კომპანიისა თუ მომწოდებლის ხარისხსა და გამოცდილებას, ასევე ინფორმირებულია პროექტის მიმდინარეობის შესახებ და ჩართულია თითოეული ეტაპის წარმართვაში.