icon.png

შენობის ინფორმაციული მოდელირება

შენობა-ნაგებობების ინფორმაციული მოდელირება, ე.წ. შენობის ინფორმაციული მოდელირების ტექნოლოგიები არის პროცესი, რომელიც „აიმ“ ინდუსტრიაში ასებულ სამშენებლო კომპანიებს აძლევს შესაძლებლობას დაგეგმონ, შექმნან და მართონ მშენებლობის პროცესი 3D მოდელირების დახმარებით.

რა არის BIM?

შენობის ინფორმაციული მოდელირება არის პროცესი, რომელიც იწყება პროექტის 3D მოდელირების შექმნით და საშუალებას იძლევა დოკუმენტაციის, კოორდინაციისა და სიმულაცის ხელმძღვანელობის პროცესის მთლიანი ციკლის განმავლობაში (დაგეგმვა, დიზაინი, მშენებლობა, ექპლუატაცია და შენარჩუნება).
სტრუქტურულად წარიმართება მონაცემებისა და დოკუმენტაციის განსაზღვრა, შექმნა და მიმოცვლა. პროექტში ჩართული მხარეებისთვის ნებისმიერი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საჭირო დროს.

რა არის BIM პროცესი?

BIM პროცესი ხელს უწყობს მონაცემების ოპერატიულ მიმოცვლას და მის შენარჩუნებას, მას შემდეგაც კი როდესაც სამშენებლო პროცესი სრულდება.

  • დაგეგმვა
  • დიზაინი
  • მშენებლობა
  • შენარჩუნება

რისთვის გამოიყენება BIM?

BIM გამოიყენება შენობების დიზაინისა და მასთან დაკავშირებული სრული დოკუმენტაციის მოსამზადებლად. პროექტის თითოეული დეტალი ნაჩვენებია ინფორმაციული მოდელირების დახმარებით. 3D მოდელი საშუალებას იძლევა პროექტის, დიზაინის სხვადასხვა ალტერნატივისა და ვიზუალიზაციის შესწავლისა და ანალიზის, რაც საშუალებას აძლევს დაინტერესებულ მხარეებს დეტალურად ნახონ შენობის ვიზუალი მის აშენებამდე. ყოველივე ამის შემდგომ, უკვე არსებული მოდელი გამოიყენება პროექტის დეტალური დოკუმენტაციის მოსამზადებლად.

რატომ არის მნიშვნელოვანი BIM ტექნოლოგია?

„აიმ“ ინდუსტრია გლობალურად ეძებს გზებს, რათა შეიმუშაოს და სამშენებლო პროცესი წარმართოს მაქსიმალურად ეფექტურად და შექმნას სტაბილური და მდგრადი სივრცეები. BIM ტექნოლოგია საშუალებას იძლევა პროექტირების პროცესში ჩართულმა მხარეებმა იმუშაონ ერთმანეთის პარალელურად და მოიძიონ ინფორმაცია სხვადასხვა პროცესებისა და ტექნიკური მახასიათებლების შესახებ.