უფასო მიწოდება 500 ლარის ზემოთ

პირობები და ხელშეკრულება

ხელშეკრულება

1. ტერმინთა განმარტება

1. დამკვეთი - საქართველოს მოქალაქე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრირებულია www.bim.ge-ზე.

2. შ.პ.ს. “ბიმ” ს/კ: 405159475 კომპანია - იურიდიული პირი, რომელიც დამკვეთის შეკვეთის შესაბამისად, ეხმარება მას ონლაინ რეჟიმში შეიძინოს www.bim.ge-ზე განთავსებული პროდუქცია პლასტიკური ბარათის, ონლაინ განვადების ან საბანკო გადმორიცხვის საშუალებით და უზრუნველყოფს შეძენილი პროდუქციის მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით.

3. გადამზიდავი კომპანია შპს “ნიუ ფოსტ ინთერნეიშენალ ჯორჯია” ს/კ: 404477507 რომელიც დამკვეთის მოთხოვნის შესაბამისად ასრულებს www.bim.ge-ზე შეძენილი პროდუქციის მიწოდებას მთელი საქართველოს მასშტაბით.

2. ხელშეკრულების საგანი

2.1. მხარეები, თანხმდებიან რა იმაზე, რომ დამკვეთს სჭირდება დახმარება ონლაინ განვადების, პლასტიკური ბარათით გადახდის ან საბანკო გადმორიხვის საშუალებით შეკვეთის გაფორმებისას.

2.2. დამკვეთის მიერ საკურიერი მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში კომპანია უზრუნველყოფს შეკვეთის ინფორმაციის საკურიერი კომპანიაში გადაცემას.

2.3. კომპანია სთავაზობს დამკვეთს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მაღაზიების პროდუქციას.

2.4. კომპანია სთავაზობს დამკვეთს გადახდის სხვადასხვა სახეობას კერძოდ:

1) საქართველოში არსებული ნებისმიერი ბანკის პლასტიკური ბარათით

2) ონლაინ განვადება

3) საბანკო გადმორიცხვა