247-00-77

გარანტია

კომპანია ვალდებულია:

iPhone-ის გაყიდვიდან 7 დღის განმავლობაში ქარხნული დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში შეცვალოს ტექნიკა 2 სამუშაო დღის ვადაში, თუ არ არის საჭირო მისი იმპორტირება.

• პირველი ერთი თვის განმავლობაში ქარხნული წუნის შედეგად iPhone-ის შემადგენელი რომელიმე დეტალის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში შეაკეთოს იგი უფასოდ და შეცვალოს დაზიანებული დეტალი ახლით 24 სთ-იდან 72სთ-მდე ვადაში.

• საგარანტიო პერიოდის მე-2 თვიდან 12-ე თვის ჩათვლით iPhone-ის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში შეაკეთოს ფასდაკლებით.

• საგარანტიო პერიოდის განმავლობაში უზრუნველყოს iPhone-ის პროგრამული ხარვეზის გამოსწორება პირველ ჯერზე უფასოდ, ხოლო შემდგომ შემთხვევაში ფასდაკლებით.

• კომპანია იტოვებს უფლებას, შეცვალოს ტექნიკის ან დეტალის შეკეთების/შეცვლის ვადები (2-დან 6 კვირამდე), მისი იმპორტირების აუცილებლობის შემთხვევაში.

• აქსესუარებზე (ყურსასმენი, დამტენი, კაბელი) მოქმედებს ერთ კვირიანი გარანტია, რაც ითვალისწინებს აქსესუარის ჩანაცვლებას ქარხნული წუნის შემთხვევაში.

(გარანტია არ ვრცელდება მოხმარების შედეგად დაზიანებულ აქსესუარებზე)


მომხმარებელი ვალდებულია:

გაეცნოს iPhone-ის საგარანტიო და ექსპლოატაციის პირობებს, ადგილზე შეამოწმოს iPhone და მისი აქსესუარები,როგორც ვიზუალურად ასევე ფუნქციონალურად.

• შეძენიდან 7 დღის განმავლობაში ქარხნული დეფექტის შემთხვევაში წარადგინოს iPhone კომპანიის მთავარ სერვისცენტრში(ჭავჭავაძის #34 ს/ც პიქსელი) პროგრამული და ტექნიკური შემოწმებისათვის, ქარხნულ ყუთთან და საგარანტიო ფურცელთან ერთად, ფიზიკურად უნაკლო მდგომარეობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში iPhone შეცვლას არ ექვემდებარება.

• გამოიყენოს მხოლოდ ორიგინალი აქსესუარები (დამტენი, USB კაბელი და ა.შ).

• გამოიყენოს ელექტროგაყვანილობა, რომელიც შეესაბამება საყოველთაო სტანდარტებს.


გარანტია არ ვრცელდება:

თუ მომხმარებელი ვერ წარმოადგენს საგარანტიო ფურცელს ან მასზე მოცემული რაიმე ინფორმაცია გადასწორებულია;

• თუ დარღვეულია ექსპლოატაციის ან საგარანტიო პირობები, არ იკითხება IMEI ან სერიული ნომერი;

• თუ დაზიანება გამოწვეულია მომხმარებლის ბრალით: iPhone-ზე სითხის,ორთქლის, ქიმიური ნაერთების ან სხვა სახის უცხო სხეულების მოხვედრის, ასევე პროგრამული უზრუნველყოფის არასწორად გამოყენების შემთხვევაში;

• iPhone-ის ეკრანზე, ყურსასმენზე, დამტენზე, USB კაბელსა და სხვა დამატებით აქსესუარებზე;

• iPhone-ზე, რომელზეც ახსნილია ქარხნულად არსებული პლომბი, გახსნილია ან შეკეთებულია თვითნებურად/სხვა სერვისცენტრის მიერ, ან შეინიშნება

გარეგნული/შიდა დაზიანებები რემონტის თუ სხვა სახის ჩარევის გამო

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაგვიკავშირდით:
(+995 32) 2 47 00 77
info@bim.ge
ორშაბათი-პარასკევი 10:30-18:00 სთ.
შაბათი-კვირა დასვენების დღეებია.